28 ნოემბერი, 2017

გრანპრი “დედეს”

მარიამ ხაჭვანის ფილმი “დედე” კანში კინემატოგრაფების 30-ე შეხვედრაზე ფესტივალის ჟიურის გრანპრის მფლობელი გახდა.

ფესტივალის კონკურსში მონაწილე 8 ფილმიდან ჟიურიმ გასცა 2 პრიზი – გრან-პრი და ფრანსუა შალეს პრიზი საუკეთესო სცენარისთვის.

ფესტივალის პროგრამა 8 საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმისგან შედგებოდა, რომლებიც საფრანგეთის და სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში მიღებული პრიზების მიხედვით იქნა შერჩეული.

კანის კინემატოგრაფისტების რიგით 30-ე შეხვედრაზე ჟიურის ჩეკი კარიო ხელმძღვანელობდა. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ცნობილი სცენარისტები, რეჟისორები, მსახიობები, ჟურნალისტები და კომიქსების ავტორები.