23 ნოემბერი, 2017

აზიური ოსკარი მარიამ ხაჭვანის “დედეს”

მარიამ ხაჭვანის ფილმმა “დედე” აზიური ოსკარი მოიპოვა.

აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოვებაზე ASIA PACIFIC SCREEN AWARDS ფილმი წარდგენილი იყო იუნესკოს ნომინაციაში „კულტურული მრავალფეროვნება”.

ასე მარიამ ხაჭვანის ახალმა სცენარმა “ნენე” აიღო ASIA PACIFIC SCREEN AWARDS ფილმ ფონდის ფულადი გრანტი პროექტის განვითარებისთვის.

სასიხარულოა ისიც , რომ აკადემიის მიერ გამოცემული ნომინირებული რეჟისორების წიგნების პირველ გვერდზე დედედან არის კადრი, უშგულის კადრი, ეს წიგნი ყველა სტუმარს გადაეცა.

მარიამ ხაჭვანის ჯილდოებს ამიერიდან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო შეემატა.

“დედე” არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია. ფილმი სვანი გოგონას სიყვარულის ამბავზე მოგვითხრობს. კინოსურათის უმეტესი ნაწილი სვანურ დიალექტზეა.