ხმა მიეცით ქართველ მომღერალს!

14 ნოემბერი, 2017

მომღერალი ნუცი ნებიერიძე და მისი სექსტეტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო საერთაშორისო ჯაზ-კონკურსში მონაწილეობს.

MADE IN NEW YORK JAZZ COMPETITION – ასე ეწოდება ნიუ-იორკის საერთაშორისო ონლაინ ჯაზ-კონკურსს, რომელშიც ვაჟა მანიამ და პაპუნა შარიქაძემ მონაწილეობა უკვე მიიღეს.

ნუცი ნებიერიძის შესახებ ინფორმაციას მისი კოლეგა მომღერალი გვანცა ზაქარეიშვილი ავრცელებს:

“შარშანდელი მაგალითი ხომ გახსოვთ? ვაჟა მანია და პაპუნა შარიქაძე ნიუ იორკში, ერთ სცენაზე ჯაზის მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად…

ჰოდა, წელს ჩვენი მხარდაჭერა ნუცი ნებიერიძეს და მის სექსტეტს სჭირდება, რათა ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო საერთაშორისო ჯაზ-კონკურსზე მიაღწიოს წარმატებას.

არ დაგეზაროთ, მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ ხმის მიცემა!

გააზიარეთ

 
...