“ხელოვნებას იმაზე უფრო დიდი მტერი ვიდრე კულტურაა, არასოდეს ჰყოლია”

13 ნოემბერი, 2017

"ხელოვნებას იმაზე უფრო დიდი მტერი ვიდრე კულტურაა, არასოდეს ჰყოლია"კომპოზიტორი მიხეილ მდინარაძე საჯაროდ აცხადებს, რომ მისთვის ამაზრზენი გახდა კაპრიალებული და კასტრირებული ხელოვანების ცქერა:

“არაფერი აღარ მაღელვებს კულტურის სივრცეში, ყველაფერი ისეთი მორგებული და მოქნილია საზოგადოებისა და მეინსტრიმის ქვეშ, რომ ამაზრზენიც კი გახდა ამ სტრუქტურირებული, გაპრიალებული და კასტრირებული ხელოვნების ცქერა, სმენა თუ მის მიმართ რაიმე პოზიციის გამოხატვა!

ხელოვნებას იმაზე უფრო დიდი მტერი ვიდრე კულტურაა, არასოდეს ჰყოლია, მითუმეტეს კულტურა, რომელიც უმრავლესობის ვნებებსა და ფობიებს ემსახურება…”