“წინანდლის პრემიის” ფინალისტები ცნობილია

30 ნოემბერი, 2017

ზურაბ ჟვანიას სახელობის “წინანდლის პრემიის” დარგობრივმა კომისიებმა თითოეულ დარგში გამოავლინეს 2017 წლის „წინანდლის პრემიის“ 3-3 ნომინანტი:

თეატრალური ხელოვნება: მარიამ გაგლოშვილი, ქეთევან გიორგაძე, გურამ მაცხონაშვილი.

კინოხელოვნება: გიგა ბაინდურაშვილი, გიორგი თავართქილაძე, ბაქარ ჩერქეზიშვილი.

მხატვრული ლიტერატურა (პროზა): ზურა აბაშიძე, მარი ბექაური, ცოტნე ცხვედიანი.

მხატვრული ლიტერატურა (პოეზია): როინ აბუსელიძე, ნინი ელიაშვილი, გიორგი შონია.

მუსიკა: კახი სოლომნიშვილი, ირმა გიგანი, ალექსანდრე კორძაია (Kordz).

სახვითი ხელოვნება: გიორგი ვარდიაშვილი, ლუკა ცეცხლაძე, გვანცა ჯიშკარიანი.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: მანუჩარ გვარამია, ეკა გურგენაშვილი, ომარ ჩალიგავა/ანა ქვლივიძე/ტოლხა შეთეკაური.

ჰუმანიტარული მეცნიერებები: შოთა მათითაშვილი, ნინო ტაბეშაძე, ნათია ჯანგულაშვილი.

„2017 წლის წინანდლის პრემიის“ ლაურეატები გამოვლინდებიან დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე, რომელიც გაიმართება 11 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში.
თითოეულ ნომინანტს გადაეცემა სპეციალური სიგელი, ხოლო გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან დიპლომით, პრიზითა და ფულადი პრემიით – 4000 ლარის ოდენობით.

პროექტი ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით.

დამატებითი ინფორმაცია: www.zurabzhvania.ge

tsinandlispremia@yahoo.com

(+995 32) 2 30 74 96

გააზიარეთ

 
...