“ჩემი და ჩვენი ოჯახის სახელით მინდა გავაკეთო განცხადება”

1 ნოემბერი, 2017

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი მამის, პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“ჩემი და ჩვენი ოჯახის სახელით მინდა გავაკეთო განცხადება, რა თქმა უნდა, ეს განცხადება არაკეთილისმოსურნე ადამიანებს ეხებათ – ვაცხადებ: არსად არ გამიცხადებია, რომ რაიმე თანხას ვითხოვთ ჯანსუღის ავადმყოფობის გამო, არც საყვედური დამცდენია სადმე და არც ქილიკით გვითქვამს სადმე ერთი სიტყვაც კი, უბრალოდ ჟურნალ “სარკის” ჟურნალისტმა მკითხა: ვინ აფინანსებს ჯანსუღის ავადმყოფობასო და მე ვუპასუხე, რომ დაზღვევის პაკეტი ამოიწურა და ჩვენ, ოჯახი ვაფინანსებთ მის ავადმყოფობას – არავითარი წუწუნი, არავითარი… ეს არის და ეს – ტყუილს ხომ არ ვიტყოდი, როგორც არის, ისე ვთქვი.

რა ხდება ვერ გავიგე?! ჩვენ არაფერს ვითხოვთ, ღმერთმანი, სრულიად არაფერს:

“ოღონდაც ფრთხილად, ძვირფასებო, ფრთხილად ოღონდაც,
ეს დედამიწა ალმაცერად გვიმზერს ბებერი,
რადგან ჩვენს შემდეგ დაიწყება თქვენი გოლგოთა
და აღარავინ არ იქნება მიმტევებელი.”
ჯ. ჩ.

ეს განცხადება ჩემი ფ.ბ-ს მეგობრებს არ ეხებათ – მიყვარხართ მე თქვენ და მადლობა დიდი სიყვარულისთვის – დამებრუნებინოს.”

გააზიარეთ

 
...