“შემოვდივარ ინიციატივით”

24 ნოემბერი, 2017

"შემოვდივარ ინიციატივით"ოპერის მომღერალი ვანიკო გალუაშვილი სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ვანო გოლოშვილის მეუღლისა და 2 შვილის დასახმარებლად ფონდის ან ანგარიშის გახსნის ინიციატივით გამოდის:

“ძვირფასო მეგობრებო, ძალიან გთხოვთ წაიკითხოთ ყველამ. ეს ადამიანი მართლა გმირია და ღმერთმა აცხონოს მისი სული. დარჩა მეუღლე და ორი შვილი. ყველა გავაზიარებთ ფოტოს და სინანულით ყველას დაგვეწვება გული… ამ ადამიანმა თავი შესწირა ჩვენს სამშობლოს და თითოეული ჩვენთაგანის კეთილდღეობას.

შემოვდივარ ინიციატივით. შევქმნათ ფონდი თუ ანგარიში და ყველა ჩვენთაგანმა გადავრიცხოთ რაღაც გარკვეული თანხა, თუნდაც სიმბოლური 10 ლარი მისი ცოლ-შვილის დასახმარებლად… იქნება ერთად შევძლოთ მისი შვილების უზრუნველყოფა.”