ქართული კულტურა გერმანულ-ფრანგული არხის ობიექტივში

15 ნოემბერი, 2017

ქართული კულტურა კარგა ხანია მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ჩვენი ქვეყნის უძველეს კულტურაზე, ტრადიციებზე თუ ულამაზეს ბუნებაზე არაერთი გადაცემა მომზადდა. გამონაკლისი არც გერმანულ-ფრანგული არხი ARTE-ა.

სერიაში „Metropolis“ გერმანულ-ფრანგული არხი ARTE წარმოადგენს მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქს.

ამ სერიის უახლესი გადაცემა თბილისს მიეძღვნა და წარმოადგენს ჩვენი დედაქალაქის კულტურულ სცენასა და საზოგადოებას.

სიუჟეტში ნაჩვენებია თბილისის მრავალფეროვნება და მის წინაშე არსებული გამოწვევები, ასევე ისტორიული გავლენები, მათ შორის, მაგალითად, გერმანელი კოლონისტების მემკვიდრეობა საქართველოში.

გააზიარეთ

 
...