“უმორჩილესად გთხოვთ”

28 ნოემბერი, 2017

ასე მიმართავს ქართველებს გურამ შარაძის საზოგადოების ხელმძღვანელი რუსუდან შარაძე და საზოგადოებას ამერიკაში ქართული ჩოხებით დაქორწინებულებზე შფოთვის მაგივრად, კულტურისა და ისტორიის თავზე დამხობის გაპროტესტებას ურჩევს:

“ჩოხის სიწმინდეზე გადარეულო საზოგადოებავ! კაცმა არ იცის, რა ფოტოა, სად ხდება და რა ჯანდაბის პროვოკაციაა.

უმორჩილესად გთხოვთ, თქვენი გაბრაზება, გულზე ხელის ბარტყუნი და კლავიატურის ლომობა, უფრო მნიშვნელოვანი (ჩემი აზრით) გზით წარმართოთ – თუნდაც, უნიკალური ატენის სიონის ცხვირწინ რომ მეუფეების რეზიდენცია შენდება და ზოგადად, თავზე რომ გვემხობა ჩვენი კულტურა და ისტორია!

იმედია, მე არ მომიშვერთ მაგ ბრაზის პუშკებს!”

გააზიარეთ

 
...