“რატომ დასცინით ერთმანეთს?”

2 ნოემბერი, 2017

კითხულობს მომღერალი დათუნა მგელაძე და ქართველების მიერ ერთმანეთის უკონტროლო შეურაცხყოფას აპროტესტებს:

“რატომ დასცინით ერთმანეთს? ეს დედა მ….. თქვენ თვითონ როგორ საუბრობთ ნეტა თქვენი თავისთვის შეგახედათ, ალბათ პირს ამოიკერავდით და ცხოვრების დეპრესიას აიკიდებდით ისეთი კოშმარი ხდება თქვენს პირის აპარატში, მერე მეორე ეს დედის ტ..კის გინება ამ კომენტარებით… ვეღარ ვარჩევთ ქალს და კაცს, დიდს და პატარას, ვაგინებთ ყველას და ამას ჰქვია ქართული…

გული მერევა… ისე გავხდი 30 წლის, მამაჩემის გინება სახლში არ მახსოვს, შვილის, უმცროსის და ქალის პატივისცემა იყო მუდამ, არის და იქნება ჩემს ოჯახში.

აი, ეს არის ჩემთვის ქართული მარში და არა ის, რაც ხდება…”

გააზიარეთ

 
...