“ნიჭიერის” პროდიუსერებს დიდი სირცხვილი!”

21 ნოემბერი, 2017

აცხადებს მოცეკვავე ნინი ძაგანია და “ნიჭიერის” პროდიუსერებს ბრალდებებს უყენებს:

“მე ნინი ძაგანია ვცხოვრობ ქალაქ თბილიში. წელს მონაწილეობა მივიღე იმედის არხზე “ნიჭიერის” ქასტინგში, შევასრულე ცეკვა, ჟიურისგან დავიმასახურე მოწონება და მივიღე 4 კი. დიდი მადლობელი ვარ მათი ობიექტურობით.

სცენაზე სანამ დავდგებოდი, პროდიესურმა გამაფრთხილა, რომ სელფი გადამეღო ბახუტასთან. ამის შემდეგ მთელი ორი თვის განმავლობაში “ნიჭიერის” ბავშვები დავდიოდით რეპეტიციებზე, გადაღებებზე. უშუალოდ მე ბევრ რეკლამაში გადამიღეს და პლიუს “არგოს” წვენის რეკლამაშიც.

შემდეგ ყოველ ორშაბათს დავდიოდით ქალაქში “ნიჭიერის” ავტობუსით და რეკლამას ვუკეთებდით “ნიჭიერს” ცეკვით. ტელევიზორშიც თუ არ გაუშვებდნენ ჩემს ნომერს, რატომ მიბარებდნენ ყოველ კვირას დილიდან ღამის 12 საათამდე, რამდენჯერ სკოლა გავაცდინე.

მე არ მქონია ნახევარფინალში გადასვლის ამბიცია. ჩემი სურვილი იყო, სცენაზე გამოსვლა და ტელევიზორში გამოჩენა, რითაც კმაყოფილი დავრჩებოდი, ხალხი რომ გამიცნობდა. კულუარებიდან გამოვიდა ხმა, რომ მთავარი იყო შოუს დადგმა ვიდრე “ნიჭიერის” შოუ ყოფილიყო. ამიტომ გამოიყვანეს უკრაინელი ქალი, რომელმაც ბარძაყებით საზამთრო გატეხა და ყველას შეაზიზღა ალბათ საზამთროს მირთმევა. რამდენი მონაწილე არ გადავიდა ნახევარფინალში, მაგრამ ტელევიზორში აჩევენეს ბევრის ნომერი.

პროდიუსერს რომ შევეკითხე ჩემი არგამოსვლის მიზეზი, რომ მთელი სკოლა მელოდება და რა ვუთხრა ჩემს მეგობრებს, ცინიკურად მიპასუხა, ეგ შენი პრობლემაა. მისი პრობლემა ის არის, რომ “ნიჭიერი” იმედის არხზე გადმოვიდა, ამბიციამ შეაწუხა და გამოამჟღავნა თავისი არაობიექტურობა და არაკომპეტენტურობა.

დღეიდან ყველას ვურჩევ ჩემი კეთილი სურვილით და გამოცდილებით რომ, სამომავლოდ არ მივიდნენ იმედის არხის “ნიჭიერის” შოუში, ვინაიდან პროდიუსერი ბრძანდება “ტენდენციური”, ეს სიტყვა ბევრი მნიშვნელობით აიხსნება…

“ნიჭიერის” პროდიუსერებს დიდი სირცხვილი!!!”

გააზიარეთ

 
...