ნიკო ლომოურის ბიუსტი დააზიანეს

10 ნოემბერი, 2017

ცნობილი ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის ნიკო ლომოურის ბიუსტი დააზიანეს. უცნობმა პირებმა მას ცხვირი მოამტვრიეს. ინფორმაციას ამის შესახეს დეკანოზი ილია ჭიღლაძე ავრცელებს:

“ცნობილი ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის ნიკო ლომოურის საფლავს გორის ახალბაღში რეაბილიტაცია სჭირდება. სამწუხაროდ, უცნობ ვანდალს ცხვირი მოუმტვრევია. ვიღაცას (ალბათ ბაღის ადმინისტრაციას), კუსტარულად შეუკეთებია ცხვირი, მაგრამ ეს არ კმარა, საჭიროა ძეგლის სათანადო რესტავრაცია.

დაზიანებულია და აყრილია კვარცხლბეკიც. ნიკო ლომოური დაიკრძალა გორის ოქონის საკათედრო ტაძრის ეზოში, მაგრამ 1920–იან წლებში ტაძრის დანგრევის გამო, მისი ნეშტი გადმოსვენებულ იქნა ახალბაღში.

უიღბლო აღმოჩნდა მწერლის საფლავი, ჯერ იყო და მისი პირვანდელი განსასვენებელი ტაძარი განადგურდა და გადმოსვენდა ახალბაღში, შემდეგ 1982 წელს მის საფლავზე დადგმული შესანიშნავი სპილენძის ქანდაკება – სავარძელში მჯდარი ნიკო ლომოური – ბნელ 1990-იან წლებში ვანდალებმა გაანადგურეს და მოიპარეს. XX-XXI საუკუნეთა მიჯნაზე დადგმული ეს ახალი, ბაზალტის ქვაში ნაკვეთი ბიუსტიც არ დაინდეს და ცხვირი მოამტვრიეს…

აქვე წარმოგიდგენთ 1990–იანებში განადგურებული ძეგლის ფოტოს და აღწერილობას საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის მე–5 ტომიდან (1990 წ.).”

გააზიარეთ

 
...