მოუსმინეთ ბერძნული “ვოისის” ქართველ ვარსკვლავს

22 ნოემბერი, 2017

ქართველი მომღერალი მარიამ ლორია ბერძნულ “ვოისში” მონაწილეობს.

მომღერალმა წარმატებით გაიარა კონკურსის პირველი ეტაპი და უკვე მუსიკალურ რინგზე ამტკიცებს თავის ძლიერებას.

ბერძნული მუსიკალური შოუს მწვრთენელები მის მიმართ დადებით შეფასებებს არ იშურებენ და მის მუსიკალურ შესაძლებლობებში დარწმუნებულები არიან.

მარიამ ლორია პედაგოგ ნანა დაუშვილის სტუდიის აღზრდილია:

“ჩემი სტუდიის აღზრდილის კიდევ ერთი წარმატება – საბერძნეთის ვოისის კონკურსანტი მარიამ ლორია. გილოცავ მარიამ და გისურვებ გამარჯვებას. ძალიან მიხარია და მიყვარხარ უზომოდ.”

გააზიარეთ

 
...