“ეს რა არის?”

22 ნოემბერი, 2017

დავით ქაცარავა კომპანია ქიუ ნეტის სარეკლამო აბრას აქვეყნებს, რომელიც ყაზბეგი გამზირზეა განთავსებული. აბრაზე საქართველო აფხაზეთის გარეშეა აღბეჭდილია.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო აფხაზეთის გარეშეა აღბეჭდილი.

დავით ქაცარავა:

“ეს რა არის? შეიძლება აღიკვეთოს ეს რუსული, მიზანმიმართული, დესტრუქციული მოქმედება?
ეს არ არის პროვოკაცია? ეს არ არის მტრული დამოკიდებულება?

ომი და ოკუპაცია მხოლოდ ავტომატით არ ხდება! მტერი მოქმედებს ყველგან და ყოველდღე!

ამით ცდილობენ შეგვაჩვიონ იმას, რომ საქართველო ამიერიდან სხვა, კიდევ შემცირებულ საზღვრებშია! ეს ჩვენი მენტალური ოკუპაციაა!

მივმართავ ამ კომპანიის ხელმძღვანელებს – სასწრაფოდ მოხსნან ეს რუკა!
მოვუწოდებ ყველას Qnet-ის ბოიკოტირებისკენ!

სასწრაფოდ ვითხოვთ ამ კომპანიისგან საჯარო ბოდიშის მოხდას და საზოგადოების მყისიერ და ადეკვატურ რეაგირებას!”

გააზიარეთ

 
...