“დროა ნიღაბი ჩამოვიხსნა”

16 ნოემბერი, 2017

ამ გადაწყვეტილებამდე მივიდა ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯულია რობერტსი, რომელმაც ქალბატონებს მთავარზე დაფიქრებისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, ადამიანისთვის ამ ცხოვრებაში მთავარი არა მაკიაჟი, დიეტა და ბოტოქსია, არამედ უმთავრესია სულიერი სილამაზე, რომელსაც XXI საუკუნეში ადამიანები სულ უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევენ:

“სრულყოფილება – ეს მრავალი ქვეყნის სატკივარია. ჩვენ ვისვამთ ტონა მაკიაჟს, ვიკეთებთ ბოტოქსს, თავს ვიკლავთ დიეტებით, იმისთვის, რომ ვიყოთ “იდეალურები”. ჩვენ ვცდილობთ გამოვასწოროთ ის, რასაც გამოსწორება არანაირად არ სჭირდება. ამ გაწამაწიაში გვავიწყდება მთავარი – რაზეც რეალურად უნდა ვიზრუნოთ და რაც უპირველეს ყოვლისა ყურადღების გარეშე გვრჩება.

იცით ეს რა არის?

ეს ჩვენი სულია! სული, რომელიც განსაკუთრებულ მზრუნველობას და ყურადღებას საჭიროებს. მოვიდა ამის დროც. რატომ გგონიათ, რომ ვინმეს შეუყვარდებით მაშინ, როცა თავად არ გიყვართ საკუთარი თავი? ერთი რამ ყველამ კარგად უნდა დავიმახსოვროთ: არ აქვს მნიშვნელობა როგორ გამოიყურებით გარეგნულად მაშინ, როცა შინაგანად მთლიანად დაცლილი ხართ.

დღეს მე ვაცხადებ: აღარ მოვიხმარ მაკიაჟს, რადგან დავიღალე სხვისი სახის ტარებით, დროა ნიღაბი ჩამოვიხსნა. ვიცი, რომ ნაოჭები მაქვს და მინდა მათი დანახვა. მე ხომ სინამდვილეში ასეთი ვარ – მინდა თქვენც ისეთი მიმიღოთ, როგორიც ვარ.

მე დავიღალე ამისგან და ჩემს თავს ვეუბნები – შეჩერდი! ყველას მოგიწოდებთ შეჩერდეთ, დაფიქრდეთ რეალურად ვინ ხართ და რა გსურთ!

ვერავინ ვერასდროს შეძლებს 100%-ით დააკმაყოფილოს სილამაზისთვის დაწესებული კრიტერიუმები. შინაგანი გარეგნობაა მთავარი, რაც თითოეულ ადამიანში უნდა დავაფასოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი – ჩვენი სულია. ეს სამუდამოდ დაიმახსოვრეთ!”

გააზიარეთ

 
...