დიმიტრი ხვოროსტოვსკი გარდაიცვალა

22 ნოემბერი, 2017

ლონდონში ცნობილი რუსი ოპერის მომღერალი დიმიტრი ხვოროსტოვსკი გარდაიცვალა. იგი წლების განმავლობაში ონკოლოგიურ დაავადებას ებრძოდა.

მომღერალს სიმსივნე ორი წლის წინ დაუდგინეს. ქიმიოთერაპიის კურსს იგი ლონდონში გადიოდა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, დიმიტრი ხვოროსტოვსკის დაგეგმილი კონცერტების გაუქმება მოუწია.

ინფორმაცია ოპერის მომღერლის გარდაცვალების შესახებ რუსულ გამოცემებს მომღერლებმა იოსებ კობზონმა და დიმიტრი მალიკოვმა დაუდასტურეს.

დიმიტრი ხვოროსტოვსკი საქართველოში ჩამოდიოდა და პაატა ბურჭულაძის მიერ გამართულ საქველმოქმედო კონცერტებში მონაწილეობდა. კოლეგას ქართველი ოპერის მომღერლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.

გააზიარეთ

 
...