“დედე” კანის ფესტივალის შესარჩევ კონკურსზე

15 ნოემბერი, 2017

“კანის საერთაშორისო კინოფესტივალის კინემატოგრაფების 30-ე შეხვედრაზე “დედე” რვა ფილმს შორის მოხვდა.

ინფორმაცია ფილმის რეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა გაავრცელა:

“ფესტივალი 2017 წლის 20-26 ნოემბერს იქნება.

ფესტივალის კონკურსში მონაწილე 8 ფილმიდან, ჟიური გადასცემს შემდეგ პრიზებს: ჟიურის გრან-პრი და ფრანსუა შალეს პრიზი საუკეთესო სცენარისთვის.

ფესტივალის პროგრამა შედგება 8 საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმისგან, რომლებიც იქნა შერჩეული საფრანგეთის და სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში მიღებული პრიზების მიხედვით.

ამ ჯერჯერობით უცნობ 8 ფილმში, რომელსაც წარმოგიდგენთ, უსათუოდ იმალება ხვალინდელი ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი.

ასე წერია ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე.”

გააზიარეთ

 
...