“გამოიღვიძეთ, გამოფხიზლდით!”

6 ნოემბერი, 2017

ასე მიმართავს საქართველოს ისტორიკოსი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი და მძოვრეთში, ციციშვილთა საგვარეულო ციხე-სიმაგრეში არსებულ ვითარებას კატასტროფას უწოდებს:

“მძოვრეთში, ციციშვილთა საგვარეულო ციხე-სიმაგრეში კატასტროფა ხდება, კატასტროფა. გამოიღვიძეთ, გამოფხიზლდით!

ეს არის ისტორიის მოსპობა და დასამარება და რაც გინდათ დაარქვით… ჩასარკინაბეტონებელი კიდევ ბევრია!”

ისტორიკოსი აცხადებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე თვითნებური და არაკვალიფიციური რესტავრაციის პროცესმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და მორატორიუმის გამოცხადება გარდაუვალია:

“მემკვიდრეობის ძეგლებზე თვითნებური და არაკვალაფიციური რესტავრაციის პროცესმა ზღვარს გადააჭარბა და საგანგაშო მასშტაბები შეიძინა საქართველოს ყველა კუთხეში. ამ მიძიმე სიტუაციიდან გამოსავალი არის შემდეგი:

1. გამოცხადდეს მორატორიუმი მეკვიდრეობის ძეგლებზე სარესტავრაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებაზე, გარდა მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისა, არქიტექტურული ჩარევის გარეშე და აუცილებელი საკონსერვაციო სამუშაოებისა;

2. დაიწყოს კონსულტაციები საპატრიარქოსთან, კონკორდატში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე, ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მექანიზმების მაქსიმალური გაძლიერების მიზნით.”

გააზიარეთ

 
...