“ბევრი რამ მინდა გითხრათ…”

22 ნოემბერი, 2017

ასე მიმართავს მონატრებულ ქართველებს მუსიკოსი და მომღერალი ზაზა კორინთელი, იგივე ზუმბა შორეული ამერიკიდან:

“მენატრებით!

ბევრი რამ მინდა გითხრათ, უფრო მეტი თქვენგან მინდა მოვისმინო…

მსურს, რომ თვალებში ჩავხედოთ ერთურთს და სიმართლე პირში ვუთხრათ, რაც არ უნდა მწარეც იყოს იგი. ჩვენივე შეცდომებიანად ერთმანეთი კიდევ ერთხელ შევიცნოთ და ვაღიაროთ. მერე რა, რომ რთული დრო გვიდგას. ვის არ ჰქონია, რა მოხდა, როდის არ ყოფილა? მაგრამ ვინც ეს ქვეყანა, რომელსაც სამშობლო ჰქვია, დღემდე მოიტანა თავისი სულიერი თავგანწირვის თუ სისხლის უკანასკნელი წვეთის ფასად, იქნებ მათი შთამომავლობის ღირსნი ვიყოთ…

და თუ ვთვლით რომ ვართ, იქნებ მეტი ვქნათ იმისთვის, რომ უფრო უკეთესნი და ღირსეულნი გავხდეთ! თუ არ გამოგვდის, ვიპოვოთ მიზეზები, რა გვიშლის ხელს. თუ არა და არც ეგაა პრობლემა, მრავალი ცივილიზაციანი დაბერებულან და ღირსეულად მიჰკუთვნებიან ისტორიის ფურცლებს. მოკლედ, ან ხარისხი ან წრეზე ტრიალი საბოლოო გაქრობამდე… მაგრამ არა მგონია, რომ ჯერ ამოგვეწუროს ჩვენი მისია!

უფრო მეტი სიყვარული ერთმანეთის, გონიერება, პროფესიონალიზმი და ერთი ადგილის განძრევა უშველის მხოლოდ…
სხვა ყველა გზა ჩიხია!

მიყვარხართ!
წარმატება თითოეულ თქვენგანს!
წინსვლა სამშობლოს!
დიდება გმირებს!
დიდება თავისუფლებას!
Everything will be Perfect!”

გააზიარეთ

 
...