“ახლა ძალიან გაბრაზებული ვარ”

17 ნოემბერი, 2017

აცხადებს რეჟისორი მარიამ ხაჭვანი და საქართველოში ქართული კინოს მიმართ არასერიოზულ დამოკიდებულებაზე საუბრობს:

“კეთილსინდისიერ ბიზნესმენებს გაუზიარეთ.

დღეს, ჩემი ფილმების ოპერატორს – მინდია ესაძეს ვესაუბრე და იმედია არ მიწყენს აქ რომ დავწერ.

მინდიამ გადაიღო “დედე” და ანა ურუშაძის “საშიში დედა” ორივე ფილმი წარდგენილი არის აზიის ოსკარზე.

პლუს მინდია, როგორც საუკეთესო ოპერატორი, ისეც არის წარდგენილი აზიის ოსკარზე და, სამწუხაროდ, ვერ მიდის იმიტომ, რომ ფინანსები სჭირდება და საქართველოში კიდევ მინდიასნაირი კინოშნიკები არაპრიორიტეტებად ვითვლებით.

ადამიანები, რომლებსაც ქვეყნის სახელი გააქვთ მსოფლიოში. ახლა ძალიან გაბრაზებული ვარ, საქართველოს კიდევ ასი წელი უნდა განვითარებულ ქვეყნებს რომ დაეწიოს. კიდევ ასი წელი უნდა რომ მიხვდეს, რომ მინდია ოსკარზე გაუშვას.

ახლა, თურქეთში ვარ კინოფესტივალზე. ხუთი წლის შექმნილი ფესტივალია. მაგრამ იმდენად გრანდიოზულია ყველაფერი… დაგვათვალიერებინეს ბევრი საინტერესო ადგილები (მზის ამოსვლა არის სასწაულიო და ღამე წაგვიყვანეს სამი საათის სავალზე, მაგრამ ვერ გამაკვირვეს მე ქართველი, ასეთ მზის ამოსვლას ყველგან ვუყურებთ საქართველოში). საუკეთესო სასტუმრო, ყურადღება – ჩვენს დანახვაზე რომ ხუთი კაცი ერთდროულად დგება ფეხზე და თვალებში შემოგციცინებს.

300 სტუმარი ჰყავთ მიწვეული. ქუჩებში ათასამდე დიდი ბანერია გაკრული ფესტივალის, გადაჭრელებულია.

რომ ვიკითხე ამხელა ფული ვინ დახარჯა, მითხრეს მერიამ და კულტურის და ფინანსთა სამინისტრომ. გალა დაჯილდოებამ ხომ საერთოდ მოლოდინს გადააჭარბა. 500 სტუმრისთვის მოწყობილი ვახშამზე პარალელურად მიმდინარეობდა დაჯილდოება, თავი ოსკარის ცერემონიაზე მეგონა. კულტურის მინისტრი, თუ ფინანსთა მინისტრი, თუ ქალაქის მერი სიტყვით გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რამდენად მნივნელოვანია კულტურა ქვეყნისთვის.

ვიმეორებ, მე არ მაქვს საუბარი დიდ ფესტივალზე. სულ რაღაც ხუთი წლის წინ შექმნეს და არც ქალაქი გამოიყურება მდიდრულად, მალატია ჰქვია. ყველა სიკეთესთან ერთად თავიანთ ხალხს აფასებენ, ყველა პრიზი თურქებს გადასცეს.

პ.ს. თუ ვინმე კეთილსინდისიერი ბიზნესმენი გამოჩნდა, ჯერ კიდევ არის დრო რომ დაესწროს ცერემონიას.”

გააზიარეთ

 
...