არ გამოტოვოთ „წინანდლის პრემიის“ საინფორმაციო შეხვედრა

8 ნოემბერი, 2017

პარასკევს, 10 ნოემბერს 18 საათზე ლიტერატურულ კაფეში, (თარხნიშვილის N2) „წინანდლის პრემიის“ ორგანიზატორები საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ. შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.

ზურაბ ჟვანიას ფონდი კონკურსში მონაწილე თითოეულ დაინტერესებულ პირს საკონკურსო პირობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

„წინანდლის პრემიის” მოსაპოვებლად განაცხადების მიღება 17 ნოემბრამდე იწარმოებს.

პრემია ენიჭებათ 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს 2017 წლის მანძილზე განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისათვის შემდეგ ნომინაციებში: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, მხატვრული ლიტერატურა (პროზა, პოეზია), მუსიკა, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სახვითი ხელოვნება და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

წინანდლის პრემიის ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, სხვადასხვა პრიზებითა და 4000 ლარიანი ფულადი პრემიით. ასევე კომპანია „ბადაგონის“ და მისი ახალგაზრდული ბრენდ “გაუ“-ს ინიციატივით წინანდლის პრემიის საუკეთესო ნომიმანტს გადასცემა 2000 ლარიანი ფულადი პრემია.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო ნაშრომი/ნამუშევარი, აპლიკაციის ფორმასთან და რეზიუმესთან (CV) ერთად, უნდა წარადგინონ ზურაბ ჟვანიას ფონდში (საზღვარგარეთ მყოფი აპლიკანტების განაცხადები მიიღება იმეილის საშუალებით) შემდეგ მისამართზე: თბილისი, შარტავას ქ. N18 (სამუშაო საათები: 12:00 -19:00). განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ “წინანდლის პრემიის” დებულება:

განაცხადების მიღება შესაძლებელია ასევე ონლაინ რეჟიმში.www.zurabzhvania.ge

tsinandlispremia@yahoo.com

(+995 32) 2 30 74 96

გააზიარეთ

 
...