ანა ურუშაძის ტრიუმფი

23 ნოემბერი, 2017

რეჟისორმა ანა ურუშაძემ და მისმა ფილმმა “საშიში დედა” აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოვებაზე ჟიურისგან მთავარი პრიზი – გრანპრი დაიმსახურა.

ამავე დაჯილდოვებაზე ნატო მურვანიძემ ანა ურუშაძის ფილმში შესრულებული ქალის საუკეთესო როლისთვის აზიური ოსკარი მოიპოვა.

”საშიში დედა” აზიურ ოსკარზე სამ ნომინაციაში იყო წარდგენილი: სარეჟისორო მიღწევა – ანა ურუშაძე, საოპერატორო მიღწევა – მინდია ესაძე, ქალის როლის საუკეთესო შესრულება – ნატა მურვანიძე.

საქართველოს მიერ ოსკარზე წარდგენილი “საშიში დედა” არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია.

ანა ურუშაძის ფილმში მთავარ როლებს ნატა მურვანიძე და დიმიტრი ტატიშვილი ასრულებენ. მხატვრული ფილმი 50 წლის ქალის, მანანას ცხოვრებას ასახავს. დედა და დიასახლისი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და მთავარ გატაცებას, წერას შორის. მანანა ცხოვრების აზრს წერაში პოულობს.

გააზიარეთ

 
...