“ამით ვრწუნდები ამ პროექტის არაპროფესიონალიზმში…”

2 ნოემბერი, 2017

მომღერალი ოთო ღურწკაია მუსიკალური პროექტის “ჩვენ ვარსკვლავები ვართ” შესახებ საუბრობს:

“მოკლედ, მირეკავენ “ჩვენ ვარსკვლავები ვართ”… მეუბნებიან:

– გამარჯობა, მე ვარ ნინი.. იმედიდან გირეკავ

– დიახ, გამარჯობათ, გისმენთ..

– მოკლედ, როგორც იცი მთელი რუსთავი 2 გადმოვბარგდით იმედზე და ახალი პროექტი გვაქვს ”ჩვენ ვართ ვარსკვლავები”. დავდივართ ავტობუსით და მომღერლები მღერიან. ჩვენი დიდი სურვილია, რომ შენც მიიღო მონაწილეობა და გვაინტერესებს რამდენად და როგორ შეძლებ ..

– ბოდიში, მაგრამ, სამწუხაროდ, არ შემიძლია.

– კარგი ანუ შემდეგ ხუთშაბათისთვის არ დაგირეკოთ და “დაგიკიდოთ”?
(ამ დროს გაურკვევლობაში ვარ ცოტა და ჩუმად ვარ)
არა ვერ დაგიკიდებთ ანუ არ დაგირეკოთ?

ნინი, კორექტულად საუბარს თუ ისწავლი, გპირდები, რომ ერთი თვის ულიმიტო პაკეტს გადმოგცემ ნებისმიერი აბონენტისას (იმისთვის, რომ იმათხოვრო მომღერლებთან ზრდილობიანად მაინც)…

ამით კი ვრწუნდები ასევე ამ პროექტის არაპროფესიონალიზმში, იმის და მიუხედავად,ახალ მუსიკალურ შოუზე რომ ბევრი მეგობარი იღებს მონაწილეობას (თუმცა, მათი დამსახურება ნამდვილად არაა ეს).
არ მიყვარს ზოგადად მსგავსი პოსტების წერა.”

გააზიარეთ

 
...