6 ნოემბერი, 2017

“მოქილიკეთა გასაგონად!”

მომღერალი თემო საჯაია თბილისში ცნობილი ბრენდის H&M-ის ქართულ წარწერასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს ეხმაურება:

“მოქილიკეთა გასაგონად!

სანამ რამეზე პირს მოაღებთ, ჯერ გაერკვიეთ საკითხში – რეკლამის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, ბრენდის სახელწოდება აბრაზე უნდა იყოს ნათარგმნი და ორივე ენაზე უნდა იყოს თანაბარი ზომის და თანაბრად განათებული.

შეწუხდით იმით, რომ კანონი სრულდება? თუ ის ჯობია აღმაშენებელზე, სადაც ვცხოვრობ, რომ ვერ ვხვდები რა წერია რესტორნებზე და კლუბებზე არაბულად, იქნებ გვაგინებენ?!

ძალიან მომწონს ეს ამბავი და გეყოთ უაზრო ხორხოცი!

P.S. რა გახდა კანონის მიღება სახელმწიფო ენის შესახებ?!”