6 ნოემბერი, 2017

მესხეთის თეატრის გასტროლი თბილისში

თბილისში რეგიონული თეატრების გასტროლი გრძელდება. ამჯერად დედაქალაქს მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ეწვევა.

9 და 10 ნოემბერს, მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრში წარმოდგენილი იქნება სპექტაკლები: „მშვიდი ღამე“ და „ ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“.

9 ნოემბერს 20 საათზე მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე მესხეთის თეატრალური დასი ჰაროლდ მიულერის ერთ მოქმედებიან დრამას „მშვიდი ღამე“ ითამაშებს, რომლის რეჟისორიც გიორგი შალუტაშვილია. მაყურებელი მთავარ როლში საქართველოს დამსახურებულ არტისტს ლია სულუაშვილს იხილავს.

10 ნოემბერს 19 საათზე კი მოზარდ მაყურებელთა თეატრის დიდ სცენაზე წარმოდგენილი იქნება რაფიელ ერისთავის კომედია „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ კახა გოგიძის რეჟისურით.