13 ოქტომბერი, 2017

“ჯიბის კაცი” გამარჯვებულია

ანა ჩუბინიძის ანიმაციურმა ფილმმა “ჯიბის კაცი” კანადაში ახალი ჯილდო მოიპოვა!

ის საუკეთესო საბავშვო ფილმად დასახელდა Rimouski Film Carrousel-ის ფესტივალის ჟიურის მიერ!

ანიმაციამ რუსული ფესტივალის “კროკის” ჟიურისგან კი დაიმსახურა ასეთი შეფასება და ჯილდო: “ფილმმა შეგვახსენა რომ მეგობრობამ დიდი და პატარა არ იცის”.

“ჯიბის კაცმა” 88 საერთაშორისო კინოფესტივალი მოიარა და საფესტივალო ცხოვრებას დიდი წარმატებით აგრძელებს.