29 ოქტომბერი, 2017

“ჩვენ შენი დახმარება გვჭირდება!”

საქართველოს სინფონიეტა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს:

“2012 წლიდან საქართველოს სინფონიეტამ შეიძინა ბაროკოს ინსტრუმენტები და გახდა ამიერკავკასიაში პირველი ბაროკო ორკესტრი (დღემდე ერთადერთი). ორკესტრმა განახორციელა ბევრი საინტერესო პროექტი, მათ შორის ყველაზე მასშტაბური „თბილისის ბაროკო ფესტივალი“. შემდგომი განვითარებისთვის საქართველოს სინფონიეტას ესაჭიროება მაღალი ხარისხის კონტრაბასი და პოზიტივ ორგანი. 

ჩვენი მხრივ ყველა რესურსი ამოვწურეთ საჭირო თანხის შესაგროვებლად. იმედი გვაქვს ჩვენი ორკესტრი, მსმენელი და გულშემატკივრები ერთად შევძლებთ შევაგროვოთ საჭირო თანხა ამ ინსტრუმენტების შესაძენად.

დახმარების მსურველებს, გთხოვთ ნებისმიერი თანხა გადმორიცხოთ ანგარიშზე:
სს “საქართველოს ბანკი”
კოდი: BAGAGE22
ა/ნ : GE88BG0000000902782300
ვალუტა: ლარი, აშშ დოლარი, ევრო

ან ბაროკოს მუსიკის ფესტივალის კონცერტებზე
(07, 11, 16, 20, 24 ნოემბერი და 01, 07 დეკემბერი, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი) ჩააგდოთ თანხა სპეციალურ ურნაში.