20 ოქტომბერი, 2017

ქართველი მომღერლის ფურორი გერმანულ “ვოისში”

21 წლის ქართველმა მომღერალმა ნათია თოდუამ გერმანულ “ვოისში” ნამდვილი ფურორი მოახდინა.

ქართული და უკრაინული “იქს ფაქტორების” მონაწილემ, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა ახლა გერმანულ მუსიკალურ კონკურსში სცადა და წარმატებასაც მიაღწია.

ნათიას სიმღერის დაწყებისთანავე მუსიკალური პროექტის ოთხივე მწვრთნელი შემოუბრუნდა, დარბაზში დამსწრე საზოგადოებამ კი ქართველი მომღერალი მქუხარე აპლოდისმენტებით და შეძახილებით დააჯილდოვა.