7 ოქტომბერი, 2017

“უხამსობამდე უგემოვნო”

”რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია ჯგუფ “სახეს” ახალ სიმღერას აკრიტიკებს.

დათო ხუჯაძემ და დათო ფორჩხიძემ გოგი ცაბაძის ცნობილი სიმღერა “ჩემო თბილის ქალაქო” ახლებურად ააჟღერეს.

სიმღერას ინტერნეტში ათასობით ნახვა და დადებითი კომენტარი აქვს, მაგრამ არა ნიკა გვარამიასგან:

“არა არს სიმღერა თბილისზე, უფრო გოიმური, ვიდრე ეს ფანოღ-ბაიათი. წარმოდგენილი ვერსია – მთლად უარესი და უხამსობამდე უგემოვნო, თან მსუქანი კაცების სასაცილო როკვის ფონზე

ნუ, ორიგინალიც ცუდი სიმღერაა და ეს დამიქსული – მთლად უბედურება.”