11 ოქტომბერი, 2017

საქველმოქმედო კონცერტი ელენე ახვლედიანის შთამომავლების დასახმარებლად

მაშინ, როდესაც ცნობილი ქართველი მხატვრის ელენე ახვლედიანის სახლი და უამრავი შედევრ-ნახატი მისმა შთამომავლებმა სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს, თითოეულის ფასიც ასეულ ათასობით დოლარია და ამ ნახატთა რიცხვი 3600 ერთეულია, 60.000 დოლარის გამო, მის მონაგარს იკა ახვლედიანს, მის 77 წლის დედას, მეუღლეს და 4 მცირეწლოვან შვილს ქუჩაში დარჩენა ემუქრება.

15 ოქტომბერს ვაკის პარკში მდებარე კლუბში 33ა გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც ელენე ახვლედიანის შთამომავლებს მიეძღვნებათ.

კლუბში 33ა გაიმართება კონცერტი და მასში მონაწილეობას მიიღებენ ნიაზ დიასამიძე, ნინო ქათამაძე, რომა რცხილაძე, გია ნიკოლაძე და მეგობრები…

იკა ახვლედიანის დასახმარებლად გამართულ კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 25 ლარია.