27 ოქტომბერი, 2017

“პირველი ადგილი ავიღეთ”

ყაზახეთში გამართულ მუსიკის საერთაშორისო კონკურსში “Silk way star 2017” საქართველოს სახელით მომღერალი თემო საჯაია მონაწილეობს.

კონკურსის მესამე ტურში, სადაც მონაწილეებს მსოფლიო ჰიტები უნდა შეესრულებინათ, თემომ Aerosmith -ის ცნობილი სიმღერის შესრულებით პირველი ადგილი დაიკავა.

თემო საჯაია:

“მოუსმინეთ მეგობრებო! პირველი ადგილი ავიღეთ მესამე ტურში მსოფლიო ჰიტი – შევასრულე “Don’t Want to Miss a Thing”. ბრძოლა გრძელდება!”