25 ოქტომბერი, 2017

ოსკარი ნინო მაჩაიძეს

ქართველმა ოპერის მომღერალმა ნინო მაჩაიძემ ოპერის ოსკარი მიიღო.

სოპრანოს ეს ჯილდო ლოს ანჯელესში გადაეცა. ინიციატორი საოპერო მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ქალბატონი ჯოანა ქიურაში აღმოჩნდა. როგორც თავად ჯოანამ განაცხადა, ნინო მაჩაიძემ ეს ჯილდო განუმეორებელი სიმღერისთვის და საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო.

ქართველმა სოპრანომ უამრავი მილოცვა და საუკეთესო სურვილები მიიღო. როგორც ნინო მაჩაიძემ თავის გულშემატკივრებს განუმარტა, ეს საჩუქარი მისთვის იმდენად მოულოდნელი და სასიამოვნო აღმოჩნდა, რომ გადაწყვიტა ეს ამბავი ყველასთვის გაეზიარებინა.