26 ოქტომბერი, 2017

ოზურგეთის თეატრის გასტროლი თბილისში

ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრი რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ გასტროლით თბილისს ეწვევა.

გასტროლის ფარგლებში 27-29 ოქტომბრის ჩათვლით ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სცენაზე ოზურგეთელები მაყურებელს ხუთ სპექტაკლს წარუდგენენ.

თბილისში ოზურგეთის თეატრის გასტროლი რამდენიმე თარიღს აერთიანებს – ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს და რეჟისორისა და პედაგოგის გიზო ჟორდანიას ხსოვნას.

სწორედ ოზურგეთის თეატრში დაიდგა გიზო ჟორდანიას უკანასკნელი სპექტაკლი „ბოშები“. წელს ოზურგეთის თეატრი იუბილარია – დაარსებიდან 150-ე წელს აღნიშნავს.

თბილისში დაგეგმილი გასტროლის პროგრამა კი ასეთია:

27 ოქტომბერი – ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით „ნეტავი დამბადებელო“, რეჟისორი ვასო ჩიგოგიძე, მცირე სცენა, დასაწყისი: 12 საათზე;
ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით „ბოშები“, რეჟისორი გიზო ჟორდანია, დიდი სცენა, დასაწყისი: 19 საათზე;

28 ოქტომბერი – ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით „ნეტავი დამბადებელო“, რეჟისორი ვასო ჩიგოგიძე, მცირე სცენა, დასაწყისი: 12 საათზე;
პოლიკარპე კაკაბაძის „სამი ასული“, რეჟისორი მამუკა ბაბილოძე, დადგმის ხელმძღვანელი ლევან წულაძე, მცირე სცენა, დასაწყისი: 17 საათზე;
ლაშა თაბუკაშვილის „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, რეჟისორი ვასო ჩიგოგიძე, დიდი სცენა, დასაწყისი: 19 საათზე;

29 ოქტომბერი – პრემიერა! ზურაბ პაპიაშვილის პიესა „თეფში“, რეჟისორი ირაკლი გურგენიძე, მცირე სცენა, დასაწყისი: 19 საათზე.