21 ოქტომბერი, 2017

ლიანა ისაკაძის საგანგაშო გზავნილი

მსოფლიოში აღიარებულმა მევიოლინემ ლიანა ისაკაძემ სოციალურ ქსელში საგანგაშო გზავნილი გაავრცელა:

okonchu zhisn samoubiistvom – სიცოცხლეს თვითმკვლელობით დავასრულებ.

ამ გზავნილის გავრცელების შემდეგ, მისმა ათასობით გულშემატკივარმა ლეგენდარულ მუსიკოსს გადაწყვეტილების გადაფიქრება სთხოვა და უსაზღვრო სიყვარულში კიდევ ერთხელ გამოუტყდა.

როგორც ფესტივალის “ღამის სერენადები” დირექტორმა ლაშა ბაშარულმა განაცხადა, მევიოლინეს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ხშირად აქვს რთული პერიოდები.

ლაშა ბაშარული:

“მეუღლის გარდაცვალების გამო, სამწუხაროდ, ქალბატონ ლიანას ხშირად აქვს დეპრესია… უკეთაა ახლა… ხანდახან აქვს ხოლმე ასეთი დეპრესიული შეტევები, როცა ძალიან ნერვიულობს… არ ინერვიულოთ, ახლა უკეთაა…”