11 ოქტომბერი, 2017

“დიდი ხანია ფასეულობათა საცერში გაცრის დროა!”

მუსიკოსი და მომღერალი ზაზა კორინთელი – ზუმბა დარწმუნებულია, რომ ახალი საქართველო მზადაა განვითარებისთვის. ამისთვის კი პატრიოტი და პროფესიონალი ახალგაზრდა თაობის აქტიურობაა საჭირო:

“თქვენ, სულით უსულო, მორალით სოციალისტ-საბჭოთა, სახელმწიფოებრივ-მოქალაქეობრივად ჩამოუყალიბებელი, ფსევდო-ტრადიციონალისტი და მხოლოდ ფიზიკური მოცემულობით ქართველები ვერასოდეს მიხვდებით და იგრძნობთ დამოუკიდებელი, თავისუფალი და წარმატებული ქვეყნით სიამაყის განცდას!

თქვენთვის ყოველთვის სულერთი იქნება ამ აღმატებული იდეისთვის შეწირულ-გაწირულ გმირთა სიცოცხლე და მათი ცხოვრების წესი! დიდი ხანია ფასეულობათა საცერში გაცრის დროა! თქვენ, რაც არ უნდა ახალი სისხლი ისხათ, მაინც არაფერი გეშველებათ იმიტომ, რომ სხეული და სული დიდი ხანია გახრწნილი გაქვთ.

დროს კი ვერაფერი შეაჩერებს! ვერც უკან დაატრიალებთ! ის მხოლოდ წინ მიდის! ახალი საქართველო მზადაა განვითარებისთვის!

ჩამოეცალეთ და გზა დაუთმეთ პატრიოტ, პროფესიონალ ახალგაზრდა თაობას! თქვენ კი, დაღლილებმა და ათასი იზმით გამოსავათებულებმა ან დაისვენეთ, ან გაა..ით მოუსვლელში! საბოლოოდ აყროლდით! სუნი აგდით!

EVERYTHING WILL BE PERFECT!
GEORGIA GO ON!”