14 ოქტომბერი, 2017

დავით გველესიანი პოლიტიკაში

ანსამბლ “რუსთავის” წევრი, მომღერალი დავით გველესიანი პოლიტიკაში წავიდა.

ხელოვანი პოლიტიკური მოძრაობის “თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა” წევრია და კონსტანტინე გამსახურდიას მიერ სიაში მეორე ნომრად არის წარდგენილი.

დავით გველესიანი:

“დიდი პატივია ჩემთვის ბატონი კონსტანტინეს არჩევანი… ალბათ ვერავინ დაგვადანაშაულებს იმაში, რომ საქართველო არ გვიყვარს და საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილება გვსურს…

მართალი გითხრათ, არ მინდა და გულიც არ მიმიწევს პოლიტიკისკენ, მაგრამ გული მიმიწევს საქართველოს შველისკენ. დაღუპვის გზაზე ვართ, ქართველებო…”