18 ოქტომბერი, 2017

გოგი ოჩიაური გარდაიცვალა

მოქანდაკე გოგი ოჩიაური 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ხელოვანი მთელი თავისი სიცოცხლე კულტურას ესახურებოდა.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, იყო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ქანდაკების ფაკულტეტის სამხატვრო კლასის ხელმძღვანელი.

აქტიურად იღებდა მონაწილეობას საქართველოსა და უცხოეთში გამართულ გამოფენებში. გოგი ოჩიაურის შექმნილია ქანდაკებები “ვაჟა-ფშაველა“, „შენ ხარ ვენახი“, „ქალის ტორსი“, „სიცოცხლის ხე“, “ზღვა”, „რექვიემი“. მისი ნამუშევარია ალეგორიული ქანდაკება „მუსიკა“, „რესტავრაცია“.

გოგი ოჩიაურმა დამდგმელ მხატვრად იმუშავა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმზე „ალავერდობა“.