10 ოქტომბერი, 2017

“განადგურდა მთელი ერთი წლის ნაშრომი!”

ლესელიძის ქუჩაზე ახალგაზრდები თბილისის კამერულ თეატრს აშენებენ. თეატრში, სადაც შემოდგომის ბოლოს სპექტაკლი უნდა ეთამაშათ, დღეს წყლით სავსე დახვდათ.
ინფორმაცია და ფოტოები ცირა კობეშავიძემ გაავრცელა:
“როგორც იცით, ან არ იცით 1 წელია ჩემი ძმა რატი კობეშავიძე, მისი მეგობრები და პედაგოგები აშენებენ ლესელიძეზე თბილისის კამერულ თეატრს, თავიანთი ძალებით!!! შრომობენ ფიზიკურად, გიორგი აფხაზავამ სახლიც კი გაყიდა!
თეატრი, სადაც დღე და ღამეს ათენებდნენ, რომ შემოდგომის ბოლოს სპექტაკლი ეთამაშათ, დღეს წლით სავსე დახვდათ!!!
არ დავიწყებ იმის მტკიცებას, აქ ვინმესიანი თუ არ ხარ, ვინმეს თუ კარგად არ შეეტენე, ვაზელინი არ წაისვი, ისე ყველაფერი რთული და არა სამართლიანია-თქო!!
ფაქტიურად განადგურდა მთელი ერთი წლის ნაშრომი!”