8 ოქტომბერი, 2017

ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი ელისო ვირსალაძეს

2017 წლის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში გაიხსნა!

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ბატონმა მიხეილ გიორგაძემ. საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა ქალბატონი ელისო ვირსალაძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა!

სასიამოვნო სიურპიზის შემდეგ დაიწყო ფესტივალის პირველი კონცერტი, რომელზეც მსმენელის წინაშე ახალი თაობის გამორჩეული პიანისტი ლუკაშ ვონდრაჩეკი წარდგა.

საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრს უდირიჟორა არიელ ცუკერმანმა.

საღამოზე შესრულდა ანტონინ დვორჟაკის სიმფონია №8 სოლ მაჟორი თხზ. 88 და სერგეი რახმანინოვის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის №3 რე მინორი თხზ.30.

დღეს კი თელავში შეკრებილი მსმენელისთვის ელისო ვირსალაძე თავად დაუკრავს.