25 ოქტომბერი, 2017

“ასეთი აღსანიშნავი ამბის ჩაფარვა არ შეიძლება”

აცხადებს ბალერინა ლალი კანდელაკის შვილი ანა ცერცვაძე:

“აი, ასეთი აღსანიშნავი ამბის ჩაფარვა მაინც არ შეიძლება, ამიტომ მე პირადად უდიდეს პროტესტს გამოვთქვამ, თუ ტელევიზიებმა, გადაცემებმა, ჟურნალებმა და ა.შ უყურადღებოდ დატოვეს ეს ამბავი! და საერთოდ რა იქნებოდა ქართული ბალეტი და მთელი მისი ისტორია ლაურენსიის გარეშე. ასე რომ, ველოდები ბევრ საინტერესო სიუჟეტს და სტატიას ამ ამბავთან დაკავშირებით. გთხოვთ გაიზიარეთ პოსტი, იქნებ ასე მაინც გაიგონ რა ხდება.”

29 ოქტომბერს, დღის 2 საათზე, ლალი კანდელაკი დაემშვიდობება ლაურენსიას. საკუთარი გადაწყვეტილებით ის ბოლოჯერ შეასრულებს აღნიშნულ სპექტაკლს.

ლაურენსია იყო სპექტაკლი, რომელიც ლალი კანდელაკმა პირველად შეასრულა ვერა წიგნაძის შემდეგ 2007 წლის 18 აპრილს. სპექტაკლს დაესწრო თავად ვერა წიგნაძეც, რის შემდეგაც მან აღფრთოვანება და მადლიერება გამოთქვა ლალი კანდელაკის მიმართ და აღნიშნა, რომ ის არის ლაურენსიის განსაკუთრებული შემსრულებელი.

ლაურენსია ლალი კანდელაკმა ვახტან ჭაბუკიანის ხსოვნას მიუძღვნა, სპექტაკლი დღემდე ასოცირდება მის ხსოვნასა და თაყვანისცემასთან.