“ხელოვნების ქურუმი” გივი მუნჯიშვილს

18 ოქტომბერი, 2017

"ხელოვნების ქურუმი" გივი მუნჯიშვილსჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

კონცერტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ესწრებოდა, რომელმაც საგუნდო კაპელის ქორმაისტერს, გივი მუნჯიშვილს, ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.

კონცერტზე მსოფლიო საგუნდო კლასიკის პოპულარული ნაწარმოებები შესრულდა, ქორმაისტერები – გივი მუნჯიშვილი და არჩილ უშვერიძე.