“ღვინობისთვეში დაიბადა და ამავე თვეში ცხოვრება უდროო დროს შეწყვეტილი ფილმივით დაასრულა”

13 ოქტომბერი, 2017

ასე ეხმაურება ხელოვნების სასახლე ქართველი მსახიობის ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას:

“ღვინობისთვეში დაიბადა და ამავე თვეში, ვიდრე 58-ის გახდებოდა, ცხოვრება უდროო დროს შეწყვეტილი ფილმივით დაასრულა…

ლიკა – ქალი რომელიც დიდს თუ პატარას, ქალს თუ კაცს აღაფრთოვანებდა, ნუსხავდა და სიყვარულით ავსებდა…

აიკინძა მისი ცხოვრების ფურცლები და გამოვიდა წიგნი ისეთივე ღრმა, უჩვეულო და განსხვავებული, როგორც მისი არაამქვეყნიური სილამაზე და განუზომელი ხიბლი იყო.

გთავაზობთ ხელოვნების სასახლის ფოტო ფონდში დაცულ ლიკა ქავჟარაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ ფოტოკადრებს.”

გააზიარეთ