“ქა-ჯო-ბამ გვა-ჯო-ბა!”

16 ოქტომბერი, 2017

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი საკუთარ გულისტკივილის საჯაროდ გამოთქვამს და აფხაზეთიდან ჩამოსვენებული ქართველებისთვის საზოგადოებას ერთი დღის დათმობას სთხოვს:

“დიდი ხანია გულში მაქვს და ახლა ამინდმაც მიბიძგა დამეწერა – საოცარი ხალხი დაბრუნდა აფხაზეთიდან – ჩვენი უახლესი ისტორიის გმირები, ნაწამები გმირები, რომელთა დაბრუნებას ყოველ წამს ელოდნენ ოჯახის წევრები და მე ვფიქრობ მრავალი…

არ მაქვს უფლება, ახლა შევახსენო საზოგადოებას, მრავალი წლის განმავლობაში რა ჯოჯოხეთი გამოიარეს ოჯახებმა, რომ ამ გმირების ცხედრები, ჯერ მოეძებნათ და მერე გადმოესვენებიათ – ახლა რასაც ვიტყვი, ზუსტად ვიცი, მავანი მოაყოლებს: ახლა პათეთიკურობის დრო არ არის (ეს სრულიად პროვინციალურ-იდიოტური ფრაზა, ხომ ზოგიერთ თაღლით “პოლიტიკანს” აჩემებული აქვს, თავიანთი ფარული ზრახვების კარგად და “ვითომ სვეცკად” შესაფუთად) არა და სახელმწიფოებრივ აზროვნებას შეხების წერტილი არ აქვს პათეტიურობასთან, თუმცა მოტივაციის გარეშე, ვერც სამშობლოს დაიცავ, დიახ, ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ დღეებში ზარები უნდა რეკდნენ ამ გმირების საპატივცემულოდ, სამწუხაროდ, არ მესმის (ისევ ის რაღაც პოლიტიკური ბინძური თამაშები და შიშები)…

გმირები მართლა გვყავს, თანაც ბევრი, უახლესი ისტორიიდან ეს სამაჩაბლოა თუ აფხაზეთი, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს საქართველოს იცავდნენ, მაშინ როცა ზოგიერთი “პოლიტიკანი” დიდ ფულს აკეთებდა ცხედრების გადმოსვენების დროსაც კი, ჰო და ახლა ამ ჩემს სტატუსს მავანი რას მოაყოლებს მართლა არ მაინტერესებს, მოაყოლებს და ვუპასუხებ ჯანსუღის ხუმრობით: “ქა-ჯო-ბამ გვა-ჯო-ბა”, ჰო და თუ არ გვაჯობა, ერთი დღე დავუთმოთ და სახელმწიფოებრივი პატივი მივაგოთ ამ გმირებს, ერთი დღე რა არის, მათ მთელი სიცოცხლე დათმეს…”

გააზიარეთ

 
...