ქართველი ხელოვანების ნამუშევრები ლუვრში

18 ოქტომბერი, 2017

Art Shopping – ასე ეწოდება გამოფენა-ბაზრობას, რომელშიც ქართველი ხელოვანები მიიღებენ მონაწილეობას.

მოქანდაკეები ლევან ბუჯიაშვილი და დარეჯანი, იგივე დარეჯან ბერეკაშვილი და მხატვრები გიორგი ტაბლიაშვილი და ლელა ტაბლიაშვილი საკუთარ ნამუშევრებს პარიზში, „ლუვრის კარუსელში“ წარმოადგენენ.

წელს ამ გამოფენა-ბაზრობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 700-მდე ხელოვანი მონაწილეობს.

მოქანდაკეები, მხატვრები, ფოტოგრაფები, გრაფიკოსები საკუთარ შემოქმედებას Art Shopping „ლუვრის კარუსელში“ 20, 21 და 22 ოქტომბერს გამოფენენ.

”არტინფო” გთავაზობთ იმ ქართველი ხელოვანების ნამუშევრებს, რომლებიც პარიზში იქნება წარმოდგენილი.

ლევან ბუჯიაშვილი

გიორგი ტაბლიაშვილი

ლელა ტაბლიაშვილი

დარეჯან ბერეკაშვილი

გააზიარეთ

 
...