ფარნა ლაპიაშვილის 100 წლის იუბილე ხელოვნების სასახლეში აღინიშნება

10 ოქტომბერი, 2017

11 ოქტომბერს 17 საათზე, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში ქართული თეატრალური მხატვრობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის ფარნა ლაპიაშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღს ლეგენდარული მხატვრის ბიუსტი შეემატება, რომელიც ლევან მჭედლიძისა და გურამ ნიკოლაძის ერთობლივი ნამუშევარია.

მხატვრის შთამომავლები, მეგობრები და ოჯახის ახლობლები მსახიობის შემოქმედებასა და მოღვაწეობას გაიხსენებენ.

ფარნა ლაპიაშვილმა გამორჩეული წვლილი შეიტანა ქართული თეატრისა და კინემატოგრაფიის განვითარებაში. მის მიერ შექმნილი სახასიათო და შთამბეჭდავი კოსტიუმისა თუ დეკორაციის ესკიზებით შეიქმნა მრავალი დაუვიწყარი ეროვნული მნიშვნელობის მქონე სპექტაკლი თუ კინოფილმი.

მათგან ცალკე აღნიშვნის ღირსია თავადი ლევანის ჩოხა და ქეთოს კაბა ვახტანგ ტაბლიაშვილის ფილმისთვის „ქეთო და კოტე“.

ფარნა ლაპიაშვილის სრული არქივი ხელოვნების სასახლეშია დაცული.

გააზიარეთ

 
...