ტარიელ ხარხელაურის მთავარი სათქმელი

19 ოქტომბერი, 2017

პოეტი ტარიელ ხარხელაური თავისი ლექსებით ამბობს იმ სათქმელს, რაც ყველაზე მეტად აწუხებს და მისთვის მნიშვნელოვანია.

“არტინფო” გთავაზობთ პოეტის ერთ-ერთ ლექსს, რომელიც მკითხველს მთავარ ღირებულებებზე დააფიქრებს:

“მე თუ არა ვთქვი,
შენ თუ არა თქვი,
არა თქვა იმან,
ან ვართ ყრუები,ბატონებო,
ან კიდევ გვძინავს…
ეს რომ ასეა,
ამიტომ გვაქვს თავში საცემი,
სამშობლო – ცნება
რომ გვგონია მზა ტანსაცმელი,
ვისაც სად გვინდა,
როგორც გვინდა,ისე მოვირგოთ,
მტერს ნურა კარგი,
თუ ამ ყოფით რამე მოვიგოთ.
ახლა ხომ მიხვდით, რაც მოგვწია,
რაც ქნა სიყრუემ,
ვით არშემდგარ ერს
არშემდგარი ერი გვიყურებს.
რა ლოდს ვახალო, სად წავიღო
თავი საწყალი,
ყველა სულელი მე მარიგებს,
ჭკუას მასწავლის.”

გააზიარეთ

 
...