“სირცხვილია, ხალხის დამცირებაა…”

16 ოქტომბერი, 2017

მომღერალი ნინა სუბლატი თბილისში ცნობილი ისლანდიელი მომღერლის ბიორკის კონცერტების ჩატარებას ეხმაურება და ბილეთებზე მაღალ ფასებს აპროტესტებს:

“სახელმწიფოს მიერ ხალხის ფულით (ჩვენი, ბიორკის მსმენელების, ფანების, გულშემატკივრების, სულ რომ არ იციან ბიორკი ვინაა იმათი ფულით) (და ამ კონცერტს კიდე სპონსორებიც ჰყავს..) დაფინანსებულ კონცერტზე, ბილეთი 700 და 800 ლარს რომ ღირს… და ამ ყველაფერთან ერთად რომ ამბობ ვითომ 50-100 ლარიანი ბილეთები გაქვს და როცა საყიდლად შედიხარ ბუუმ და თურმე 1 ცალიც აღარაა…

და ვინ უნდა დაჯდეს იმ მილიონიან ადგილას, კონკრეტულად რაღაც და ვიღაც პრივილეგირებული კლასისთვის ტარდება იმ ბიორკის კონცერტი, რომელსაც მთელი ცხოვრებაა ვუსმენ და 1 ნამუშევარი არ აქვს გავარდნილი, სადაც ზეპირად არ ვიცი სად, რატო და რა მიზნით რა ინსტრუმენტი და რა ვოკალი შედის, და სად და როდის და რატომ ჩაიწერა და დაიწერა ტრეკი…

სირცხვილია, ხალხის დამცირებაა, მსმენელების დამცირებაა, მელომანების დამცირებაა, ჩვენი – მუსიკოსების დამცირებაა, იმიტომ რომ მგონი ყველამ კარგად იცის ჩვენი ღირსშესანიშნავი შემოსავლების შესახებ და ადამიანს, მუსიკოსს, თავისი უსაყვარელი მუსიკოსის, შთაგონების კონცერტზე წასვლის შანსს რომ ხელიდან გამოგლიჯავ, და ვიღაცას მისცემ მარტო იმიტომ, რომ ყოველთვიური ხელფასი აქვს და მისთვის 800 ლარი არაფერია…

რა ვთქვა, გული მერევა. ქვეყანაში სადაც მოსახლეობის უმეტესს საშუალოზე დაბალი შემოსავალი აქვს და ხელოვანებს საერთოდ შემოსავალი არც ახსოვთ რაარის…

პ.ს და ეს ევროპაში ამდენი ღირს და ამერიკაში იმდენი ორგანიზატორების მხრიდან მოწოდებული ინფო არავის სჭირდება რა!”

გააზიარეთ

 
...