სასიამოვნო სიახლე თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში

25 ოქტომბერი, 2017

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი მომხმარებელს სიახლეს სთავაზობს. სამი სახის აბონემენტი: ცეროდენა, მეგობარი, თეატრალი – გათვლილია ყველა ასაკის მაყურებელზე.

აბონემენტი „ცეროდენა“ განკუთვნილია უფროსზე და 2 ბავშვზე, 4-ჯერადი შესვლის უფლებით. აბონემენტი „ცეროდენა“ განსაზღვრულია 2-10 წლამდე ბავშვზე.

აბონემენტი „მეგობარი“ განკუთვნილია 11-15 წლამდე მაყურებლისთვის. აბონემენტის საშუალებით 1+1, მომხმარებელი მეგობართან ერთად ბილეთს მხოლოდ 3 ლარად შეიძენს და დაესწრება 4 სპექტაკლს.

აბონემენტი „თეატრალი“ 15 წელს ზემოთ მაყურებელზეა გათვლილი, რომელსაც მოზარდ მაყურებელთა თეატრში 8-ჯერ შეუძლია დაესწროს სპექტაკლებს.

სპექტაკლების არჩევა მომხმარებელს თავად შეუძლია.

აბონემენტების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ მოზარდ მაყურებელთა თეატრის სალაროში.

აბონემენტებით სარგებლობა კი შესაძლებელი იქნება 2017-18 წლების თეატრალური სეზონის განმავლობაში.

გააზიარეთ

 
...