”ნიჭიერმა” არსებობის მანძილზე ყველაზე დაბალი რეიტინგი იმიტომ დაწერა…”

17 ოქტომბერი, 2017

ტელეწამყვანი და “ნიჭიერის” ჟიურის ყოფილი წევრი ნანუკა ჟორჟოლიანი პროექტის დაბალი რეიტინგის მიზეზებზე საუბრობს:

“ნიჭიერმა” არსებობის მანძილზე ყველაზე დაბალი რეიტინგი იმიტომ კი არ დაწერა, რომ სტაფში რამე შეიცვალა, რამე ვერ გააკეთეს, რამე დააკლეს. დაწერა იმიტომ, რომ ეს შოუ იყო რუსთავი2. ლოგო ამ არხის. მისი ორგანული ნაწილი. ამიტომ ძალიან დიდმა ნაწილმა უბრალოდ აღარ უყურა სხვა არხზე გადაცემას.

მე მიყვარს ნიჭიერი. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ძვირფასი ნაწილია, მაგრამ ვერანაირ წარმატებას ვერ ვუსურვებ სხვაგან. არ მიყვარს მოგონილი სოლიდარობა.

რაც არ უნდა გააკეთო რუსთავი 2-ზე ბრჭყვიალებს და რთულია ამ შედეგის მიღება სხვაგან. ამის მეტი რა ვიცი.

ასე მოუვიდოდა ვანოს შოუსაც. რომ გადასულიყო. ძალიან ასოცირებულია რუსთავი 2თან, ჩცდ-ც. იმედზე დაიკარგებოდნენ, გაფერმკთალდებოდნენ.”

გააზიარეთ

 
...