”მისტიკაა, მაშ რა არის?”

15 ოქტომბერი, 2017

მწერალი თამაზ ჭეიშვილი მსახიობ ლიკა ქავჟარაძეს ჩანაწერს უძღვნის და შეახსენებს საზოგადოებას, რომ წამია წუთის სოფელი:

“რას იფიქრებდა იმ დროს ზაზა კოლელიშვილი, როცა ,,მარიტას” ქმრის როლს ასრულებდა, გაირბენდა დრო, წუთებივით ჩაიქროლებდნენ წლები და ბედი სწორედ მას არგუნებდა ,,მარიტას” კუბოს აწევას!

ნუთუ ამას იმსახურებდა ,,გედია” (მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი), სუფთა და თავანკარა წყაროსავით წკრიალა სიყვარულის სანაცვლოდ, “მარიტას” ცხედრის გამოსვენება მოუწევდა მისი ,,საძულველი მეტოქის” მხარდამხარ! მისტიკაა, მაშ რა არის?

ვერაგია წუთის სოფელი… ვერაგი…

გენიოსები იყვნენ ბუმბერაზი ლათინები, ორ სიტყვაში ჩააქსოვეს ცხოვრების მთელი ფილოსოფია და ანდერძივით დაუტოვეს კაცობრიობას: MEMENTO MORI! ,,გახსოვდეს სიკვდილი!”

აი, ეს დევს ზუსტად ქრისტიანული მართლმადიდებლობის წიაღში ,,გიყვარდეს მოყვასი შენი”, რამეთუ ,,წამია წუთის სოფელი…”

გააზიარეთ

 
...